კონფიდენციალურობის პოლიტიკა
Adevne (adevne.ge) კონკურენტების რეკლამების მონიტორინგის სერვისია. ეს გვერდი მარტივად ხსნის, რა მონაცემებს ვინახავთ შენზე, რატომ და რამდენ ხანს.
ვინ ვართ
სერვისის ოპერატორია Adevne. კითხვები და მოთხოვნები: hello@adevne.ge.
რას ვინახავთ
ანგარიში: ელფოსტის მისამართი და შესვლის დრო. პაროლს არ ვინახავთ — შესვლა ელფოსტაზე გამოგზავნილი ბმულით ხდება.
პარამეტრები: ენა, დროის ზონა, სფერო და რას გიგზავნით ელფოსტაზე.
შენი სია: რომელ Facebook გვერდებს აკვირდები და რომელი შენია. თავად რეკლამები საჯარო წყაროდან — Meta-ს Ad Library-დან — მოდის და ყველა მომხმარებელს საერთო აქვს.
ელფოსტა: რომელი წერილი გამოგიგზავნეთ და ჩავიდა თუ არა (მიწოდება, გახსნა), რომ ვიცოდეთ, მუშაობს თუ არა ალერტები.
გამოყენება: რომელ გვერდებს ხსნი აპლიკაციაში და რამდენ ხანს გაქვს ჩანართი ღია. ამას ვიყენებთ მხოლოდ სტატისტიკისთვის — რამდენად ხშირად ბრუნდებიან მომხმარებლები და რომელი საათებია დატვირთული. სახელობით მომხმარებლების აქტივობის ქრონიკას არ ვაწარმოებთ და „ახლა ონლაინ“ ტიპის ფუნქცია არ გვაქვს.
რატომ (სამართლებრივი საფუძველი)
ანგარიში, პარამეტრები და სია — რომ სერვისი იმუშაოს (ხელშეკრულების შესრულება).
ელფოსტის და გამოყენების სტატისტიკა — ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, გავიგოთ, გამოსადეგია თუ არა პროდუქტი. თანხმობის ბანერი ამისთვის არ არის საჭირო; მონაცემები არასდროს იყიდება და რეკლამის მიზნით არ გამოიყენება.
რამდენ ხანს
გამოყენების ნედლი ჩანაწერები (გვერდის ნახვები, ჩანართის აქტიურობა) — 90 დღე; შემდეგ ავტომატურად იშლება. რჩება მხოლოდ დღიური ჯამები (რამდენი სესია, რამდენი წამი), გვერდების და ზუსტი დროის გარეშე.
ანგარიში, პარამეტრები, სია, ელფოსტის ისტორია — სანამ ანგარიში არსებობს.
ვინ ხედავს
მხოლოდ Adevne-ს გუნდი. მონაცემებს ინახავს Supabase (მონაცემთა ბაზა), Vercel (ვებ-აპლიკაცია), Railway (ფონური სამუშაოები) და Resend (ელფოსტა) — ჩვენი სახელით და ჩვენი ინსტრუქციით. AI-ანალიზისთვის Anthropic-ს ვუგზავნით მხოლოდ საჯარო რეკლამების ტექსტს, არასდროს შენს პირად მონაცემებს.
შენი უფლებები
შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ასლი, შესწორება ან სრული წაშლა. მოგვწერე hello@adevne.ge-ზე იმავე ელფოსტიდან, რომლითაც დარეგისტრირდი — 30 დღეში ვპასუხობთ, წაშლას 30 დღეში ვასრულებთ. ელფოსტის გამორთვა პარამეტრებში ნებისმიერ დროს შეგიძლია.
საჩივრის შეტანა შეგიძლია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში (pdps.ge).
Cookies
ვიყენებთ მხოლოდ აუცილებელ cookie-ებს: შესვლის სესია და შენი ენის/პერიოდის არჩევანი. მესამე მხარის თრექინგი ან სარეკლამო cookie-ები არ გვაქვს.
ცვლილებები
ამ გვერდის ბოლო განახლება: 2026-09-17. არსებით ცვლილებას ელფოსტით შეგატყობინებთ.